შოტლანდიური

შოტლანდიაში ვისკის წარმოების მთავარი რაიონებია: Highlands (ჰაილენდსი), Speyside (სპეისაიდი) და Orknay Islands (ორკნეის კუნძულები) ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე Lowlands (ლოულენდსი) სამხრეთით, კემპბელტაუნის ნახევარკუნძული და კუნძული Islay (აილეი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შოტლანდიაში ვისკის ჭვავისგან ამზადებენ და მას სკოჩს ეძახიან. არსებობს “სკოჩის” სამი სახეობა: blend, pure malt და single malt. კლასიკური შოტლანდიური ვისკია single malt. Pure malt წარმოადგენს სხვადასხვა სორტის single malt-ის ნარევს, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაშია დამზადებული. Pure mail-ს სხვაგვარად Vatted malt-საც უწოდებენ. Blend – ეს შერეული ვისკია. პირველად იგი ენდრიუ იუშერმა 1860 წელს აპარატით “coffey still ” დაამზადა. აღნიშნული აპარატი 1831 წელს ირლანდიელმა აენეას კოფეიმ შექმნა. სწორედ შერეული ვისკის წყალობით, შოტლანდიურმა სასმელმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მსოფლიოს მასშტაბით. Blend იწარმოება 15-დან 40-მდე single malt-ის ვარიაციისა და 2 ან 3 მარცვლოვანი ვისკის შერევით. აღსანიშნავია, რომ single malt სასმელის 20-დან 40%-ს შეადგენს.

შერეული ვისკის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:

თუ bland-ის ბოთლზე მითითებულია მისი დამზადების (დაძველების) თარიღი, ე.ი. ის ყველაზე “ახალგაზრდა” ვისკია, რომელიც გამოტანილია გასაყიდად.

თუ გაყიდვაშია დაძველებული single mail, მაშინ მის სახელწოდებაში ფიგურირებს სიტყვები “Deluxe” და “Premium”

ირლანდიური

მრავალი არსებული ლეგენდის მიუხედავად, რომელიც მოგვითხრობს ირლანდიური ვისკის წარმოშობის შესახებ, დღემდე არ არის ცნობილი როდის მოევლინა ის სამყაროს. დოკუმენტურად იგი პირველად მოიხსენიება საპარლამენტო აქტში, რომელიც დათარიღებულია 1556 წლით. თავისი არსებობის მანძილზე ჰქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ მაინც შეინარჩუნა კონკურენცია თავის შოტლანდიელ „ძმასთან“.

ვისკი ირლანდილეთა სიამაყეა, და ის უმაღლესი ხარისხის სასმელია აღიარებული მთელ მსოფლიოში. მართლწერა ირლანდიური სიტყვისა Whiskey განსხვავდება შოტლანდიური Whisky და ეს არაა შემთხვევითი. ირლანდიური ვისკის მთელი საწარმოო პროცესი არსებითად გამოირჩევა შოტლანდიურისაგან. ირალნდიაში არსებობს სხვადსხვა სახის ვისკი: ეს არის ტრადიციული ირალნდიური ვისკი, დადუღებული და დაუდუღებელი ქერის ალაოსგან, შეიძლება იყოს ჭვავისა და შვრიის დანამატი, რომელიც მიღებულია „patent still“-ს გამოსახდელ აპარატში. “grain” ეს არის მარცვლეულის ვისკი, უფრო ხშირად სიმინდის, ხორბლის ან ქერის ალაოს დამატებით, გამოხდილი (დისტილირებული) აპარატში “patent still” „single malt“ ამ სახის ვისკი დამზადებულია ქერის ალაოსგან და იწარმოება მხოლოდ ერთ გამოსახდელში, იგი იხდება „pot still“-ის აპარატში “pure malt” ეს ვისკი შედგება “single malt”-ის ნარევებისაგან რომლებიც სხვადასხვა გამოსახდელებშია გამოხდილი. “blend” ეს ვისკიც ნარევია ალაოს და მარცვლეულის ვისკებისა.

წარმოებისა ერთ-ერთი განსხვავება ირლანდიურსა და შოტლანდიურს ვისკებს შორის არის ის რომ,ძირითადი ნედლეული ქერი შეიძლება არ დაექვემდებაროს ალაოდ გადაქცევას, და იყოს მხოლოდ ოდნავ გაფუებული, მზარდი და მოხარშული. მაგრამ თუ მაინც მოხდა ეს პროცესი დააალოება (გაფუება), ამ შემთხვევაში არ ხდება ტორფის მეშვეობით შებოლვა, და გაფუენის მერე უბრალოდ აშრობენ ღუმელში. ირლანდიური ვისკის წარმოებისათვის, ისევე როგორც შოტლანდიური ვისისათვის აქაც მეორად მარცვლეულს ანაკუწებენ „grist“-ში და ურევენ ცხელ წყალს რის შემდეგ იღებენ „wort“-ს. ამ მიღებულ მასას უმატებენ საფუარს, შემდეგ ხდება მათი ერთად ადუღება, ამის შედეგია „wash“ 5-8%. დისტილაცია და ჩამოსხმის პროცესი ყველა სახდელ ქარხანაში (ისინი კი ირლანდიაში სამია „მედლტონი“ „ბუშმილსი“ „კულეი“) სხვადასხვა ნაირადაა. “მედლტონ”-ში აწარმოებენ ყველა სახის ირლანდიურ ვისკს, ამ სახარშში დამონტაჟბულია მსოფლიოში ყველაზე რთულად მოწყობილი დადისტილაციო დანადგარი, აქ “pot still”-ი შეერთებულია ორსვეტიან “patent still”-ის აპარატთან, ეს დანადგარები განკუთვნილია ძირითადად მარცვლოვანი ვისკის წარმოებისათვის, აღსანიშნავია რომ, ყველა სახის ვისკის გამოსახდელად ყევალ ტიპის აპარატს იყენებენ მხოლოდ სხვადასხვა თანმიმვდევრობით. “ბუშმილსი” “wash” გამოხდა ხდება სამჯერ “pot still”-ის აპარატში.

ხოლო “კულეის” გამოსახდელში გამოხდა ხდება ორჯერ, ისევე როგორც შოტლანდიაში, და სწორედ ამის გამოა რომ, ზოგს მიაჩნია ამ გამოსახდელ ქარხანაში წარმოებული ვისკი კარგავს თავის ხასიათს და ხარისხს. ვისკი ვარგდება მუხის კასრებში სამი წლის მანძილზე, სადაც ადრე ინახებოდა ბურბონი ან ჰერესი. ზოგჯერ კი იყენებენ იმ კასრებს სადაც პორტოს ავარგებდნენ. კუპაჟირების პროცესი მიმდინარეობს ისევევ როგორც შოტლანდიური ვისკისა, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, სახეობების შერევა (ალაოს ან მარცვლეულის ვისკისა) ჩამოსხმამდე ვარგდება მუხის კასრებში მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა.

ირლანდიური ვისკის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ის რომ, მასში არ იგრძნობა ტორფის გემო. და ის არის ძლიერ მსუბუქი და ელეგანტური სასმელი.

კანადური

კანადური ვისკის წარმოშობის ისტორია ძალიან გავს ამერიკული ვისკის წარმოშობას.მაგრამ ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთი, გრამატიკული სხვაობა,ისინი ისევე წერენ ვისკის როგორც შოტლანდიელები – «whisky» .ამ სახის ვისკები თავიანთ წარმატებას უნდა უმადლოდნენ “მშრალ კანონს ” ამერიკაში. იმ დროისათვის ნამდვილად სარფიანი იყო კანადაში ვისკის წარმოება და გაყიდვა კი აშშ-ში . ვისკის წარმოება იმ დროისათვის გაიზარდა თითქმის 100%-, რაც ბევრი პატარა ვისკის სახდელის მეპატრონეს კოლოსალური თანხები მოუტანა,ამასგარდა მათ შეძლეს ზოგიერთი შოტლანდიური სახარშის ყიდვაც კი ასე იყო მაგალითად ფირმა «Seagram»-ს შემთხვევაში,რომელიც ამ მოვლენებს უნდა უმადლოდეს რადგან ის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ ერთი უდიდესი კორპორაციაა.

წარმოება

კანადური ვისკის წარმოებისათვის, რომელიც ხშირ შემთხვევაში კუპაჟირებულია,მის დამზადებაში ძირითადად გამოიყენება მოხალული ჭვავი,სუფთა სპირტი, სხვა დანამატების გამოყენებაც შესაძლებელია: სიმინდი, სვია, ხორბალიკანადური ვისკის ძირათადი განმასხვავებელი ნიშანია ის რომ მისი კომპონენტები გამოიხდება სახდელ აპარატში რომელსაც ჰქვია-. «patent still» ცალკე სხვადსახვა ტემპერატუაზე. სიმინდისთვის გამოიყენება მაღალი ტემპერატურა,სვიასთვის და ხორბლისთვის შედარებით დაბალი ტემპერატურა,რაც იძლევა იმის საშუალებას რომ იქნას მიღწეული არომატების განსაკუთრებული კონცენტრაცია.მხოლოდ ამის შემდეგ პროდუკტს გადაიტანენ დასავარგებლად სპეციალურ ბურბონის კასრებში და ხანდახან ჰერესის კასრებში.

კანადური ვისკი ხასიათდება შემდეგნაირად-მას აქვს ნაზი,მსუბუქი,ხილის,მომწარო გემო,რაც აიხსნება მისი ასეთი წარმატებული გაყიდვადობა ბარებში განსაკუთრების კი აშშ-ს ბარებში სადაც დარჩა ჩვეულებად ასეთი ვისკის მოხმარება “მშრალი კანონის”გაუქმების შემდეგ. აღსანიშნავია ის რომ ადგილობრივი ბაზრისთვის კანადური ვისკის სიმაგრე განისაზღვრება 39.9% ალკოჰოლის შემცველობით ხოლო ექსპორტირებული არის 40%

ბურბონი

ამერიკელებმა ვისკის ირლანდიური დაწერილობა Whiskey შეარჩიეს. წარმოების დროს, პოპულარული სასმელის ამერიკულ ვერსიაში მოხარშული სიმინდი და თავთავები გამოიყენება. ვისკის ინახავენ გამომწვარ კასრში, რაც მას მოტკბო გემოსა და ლამაზ, ოქროსფერს აძლევს.

ამერიკულ ვისკის შემდეგი წესის მიხედვით განასხვავებენ: Straight Whiskey-მისი წარმოების პროცესში მარცვლეულს იყენებენ და მას არანაკლებ 2 წლის განმავლობაში აძველებენ. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა: Bourbon-ყველაზე პოპულარული და ძველი ამერიკული ვისკი. იწარმოება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% სიმინდს შეიცავს. მას ეს სახელი ძველი პროვინციის ბურბონის (კენტუკის შტატი) პატივსაცემად ეწოდა. Rye whiskey-იგი არანაკლებ 51% ხორბლის თავთავს შეიცავს. Corn whiskey-ვისკი დამზადებული 80 ან მეტი პროცენტი სიმინდისგან. იგი ძირითადად ადგილობრივი მოხმარებისთვის იწარმოება. Wheat whiskey-მზადდება მარცვლეულისგან, რომელიც არანაკლებ 51% ხორბალს შეიცავს. Blended Whiskey-ეს არის ნაერთი, რომელიც არანაკლებ 20% straight whiskey-ს და 80% სხვა სორტის ვისკის ან სუფთა სპირტს უნდა შეიცავდეს. Light Whiskey-ვისკის ეს სახეობა დისტილაციას მაღალ ტემპერატურაზე გადის და მუხის კასრებში ძველდება. ეს მას აძლევს ღია ფერს განსაკუთრებული შეფერილობის გარეშე. Sour Mash Whiskey-ამ ვისკის გემო და არომატი მუდმივად ერთნაირია. Sweet Mash Whiskey-ასეთი ვისკის წარმოებისას შედეგის მიღწევა ახალი საფუარის საშუალებით ხდება. Tennessee Whiskey-ვისკი 3 მეტრიანი ფილტრების საშუალებით იწმინდება. ასე ვისკის მხოლოდ ტენესის შტატში აწარმოებენ, საიდანაც მომდინარეობს ეს სახელწოდება. Bottled-in-Bond Whiskey-როცა ეტიკეტზე ამ სახელწოდებას წაიკითხავთ, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ეს ვისკი საცავებში 4-დან 8 წლამდეა დაძველებული, რასაც სახელმწიფო აკონტროლებს.

საუკეთესო სორტის ამერიკულ ვისკის ტენესისა და კენტუკის შტატებში ამზადებენ.